"უსაფრთხო სათამაშოები საბავშვო ბაღებში"- ამ თემაზე თბილისში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
დედაქალაქის მუნიციპალური ბაღების წარმომადგენლები სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტებსა და მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებს ეცნობიან.
შეხვედრების ფარგლებში განიხილება ხარისხის კონტროლის მექანიზმები, საფრთხის შემცველი პროდუქტების იდენტიფიცირება და უსაფრთხო სათამაშოების შერჩევის წესები.