"რუსთავი 2-ს" ვურჩევდი, სარჩელს მიუთითონ ევროპარლამენტარების გამოხმაურებები, ამით აჩვენონ, რომ ეს ადმინისტრაციული კი არა, პოლიტიკურად დაგეგმილი დევნა იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უწყების შესაბამის კოლეგიაში ასაჩივრებს.
"როდესაც რეალურად ვერაფერს ვერ უპირისპირებენ შენს არგუმენტებს, მერე ამ საკითხებს წლობით და თვეობით ათრევენ აქეთ-იქით. დაახლოებით ამას იზამენ ისინი. რა არგუმენტი აქვთ? არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. დაიწყება ახლა ბიუროკრატიული გადაგზავნა-გადმოგზავნა, საჩივრების გადამისამართებ-გადმომისამართება. მე, უბრალოდ, "რუსთავი 2-ს" ერთს ვურჩევდი, როგორც მეგობარი, რომ იმ საჩივარს, რომელსაც იქ შეიტანენ, მიუთითონ ევროპარლამენტარების გამოხმაურებები ამ თემაზე, რომ ისინი არიან ინიციატორები ასეთი დევნისა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და ეს დასაწყისია. ამით აჩვენონ მათ, რომ ეს არავითარი ადმინისტრაციული დევნა კი არ იყო, რაღაც გადაცდომის გამო, ეს იყო პოლიტიკურად დაგეგმილი დევნა. ეს იურისტების საქმეა, რამდენად გამოიყენებენ ამ ჩემს რჩევას, მაგრამ მე ამას ვურჩევდი," - აღნიშნა შარმანაშვილმა.