სამების დსაკატედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციების წარმომადგენლებმა სიტყვა წარმოთქვეს.
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა, უნეტარესმა როსტისლავმა, შიო მესამეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა მიულოცა და თქვა, რომ მისი პატრიარქად არჩევა ღვთის განგების გამოვლინებაა.
"ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო შიო, დიდი სულიერი სიხარულით და ღრმა პატივისცემით გილოცავთ ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით თქვენს შესვლას კათოლიკოს-პატრიარქის მსახურებაში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის. თქვენი არჩევა პატრიარქად არის უეჭველი გამოვლინება ღვთის განგების, ამავე დროს, აღიარება იმ პასუხისმგებლობისა, რომელსაც ჰქვია ჯვრის ზიდვა მსახურებისა, წინამძღვრისა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის - თქვენთვის მინდობილი ეკლესიის სასიკეთოდ.
გვახსოვს რა პავლე მოციქულის სიტყვები: გესმოდეთ საკუთარი თავის და უსმენდეთ თქვენს სამწყსოს, რომელშიც სულიწმინდამ გაგამწესათ წინამძღვრად, რათა წინამძღვარი იყოთ ეკლესიისა. ქართველმა ხალხმა მრავალი საუკუნეების განმავლობაში გამოწვევებისა და ტანჯვის გათვალისწინებით, ნამდვილად მეტყველებს მისი გმირობა ქრისტიანული რწმენის ერთგულებაზე, ქრისტესა და მისი წმინდა ეკლესიის ერთგულებაზე. საქართველოს ხალხის ისტორია არის მორწყული სისხლით ტანჯულთა, მოწამეთა; იგი იქმნებოდა ლოცვებით და სულიერი გმირობით ბერების, სიბრძნით და მედეგობით იმ წმინდანების, ვინც შეინარჩუნა რწმენა, მიუხედავად მრავალი დევნისა.
ამჟამად თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, აგრძელებთ ამ ღვთივდალოცვილ მემკვიდრეობის ისტორიას ქართველი ხალხისა, გაქვთ რა თქვენს წინაშე ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს თანამედროვე სამყაროში. მთელი გულით ვლოცულობ და გისურვებთ თქვენ, რომ ყოვლისმწყალობელმა უფალმა მოგცეთ ძალა, სიმშვიდე, სულიერი სიბრძნე და მრავალი წელი, და ასევე კარგი ჯანმრთელობა, რამეთუ თქვენ დაუღალავად და მოთმინებით უნდა ატაროთ თქვენი ხალხი წმინდა წერილის გზით, რომელიც გვიანდერძა ღმერთმა. ღმერთმა გვიანდერძა, რომ ვატაროთ ჩვენი ხალხი ასევე სიყვარულის, ერთიანობის და ხსნის გზით. გაგაძლიეროთ თქვენს მსახურებაში კათოლიკოს-პატრიარქისა სრულიად საქართველოსი ღვთისმშობლის შუამავლობამ, ლოცვამ დიდმოწამე გიორგისა და მოციქულთასწორი ნინოსი და საქართველოს ყველა წმინდანის.
მტკიცედ მწამს, რომ ძმური ურთიერთობები ჩვენს მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიებს შორის კვლავ განვითარდება და გაძლიერდება და თქვენი დახმარებით ეს მოხდება სულისკვეთებით ორმხრივი პატივისცემის და თანამშრომლობისა მსოფლიოში, რომელსაც ძალზედ ესაჭიროება ქრისტეს სიტყვა, რომელსაც მოაქვს ჭეშმარიტება და მოაქვს მშვიდობა, ურთიერთგაგება ადამიანებს შორის", - თქვა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა უნეტარესმა როსტისლავიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის რანგში, დღეს პირველი საღვთო მსახურება აღასრულა. მისი, როგორც პატრიარქის წირვაზე დასასწრებად, პატივისცემისა და მილოცვის ნიშნად, სამების თაზაღში აღსრულებულ წირვას რამდენიმე ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები დაესწრნენ.