28 ნოემბერი 2026,   02:11
ვრცლად
ეს არის დღე, როდესაც მოსახლეობა ერთიანდება მთავარი ღირებულების გარშემო, რომელიც ოჯახი და ოჯახის სიწმინდეა - შოთა ბერეკაშვილი

"ეს არის დიდი ტრადიცია, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა ილია მეორემ დაგვიტოვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს და შევინარჩუნოთ ის, რაც არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, ჩვენი ოჯახების სიწმინდე" - ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობაზე განაცხადა.   

მისი თქმით, სწორედ, ოჯახების სიწმინდეზე დგას საქართველოს სიძლიერე. 

"ეს არის დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ერთიანდება მთავარი ღირებულების გარშემო, რომელიც არის ოჯახი და ოჯახის სიწმინდე.
ეს არის დიდი ტრადიცია, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა ილია მეორემ დაგვიტოვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს და შევინარჩუნოთ ის, რაც არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, ჩვენი ოჯახების სიწმინდე. რადგან, სწორედ, ჩვენი ოჯახების სიწმინდეზე დგას საქართველოს სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის განვითარება და ეს ისტორიულად ასე იყო და ასე უნდა გაგრძელდეს," - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

 

 

 

დღის ამბები