შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქართველ ხალხს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მიულოცა.
თეა ახვლედიანის თქმით, ქართული საზოგადოება ოჯახის სიწმინდის დღეს პატივისცემითა და ღირსებით ეკიდება.
"ყველასთვის ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს ინიციატივით დაარსდა ეს დღე. ამდენი წლის შემდეგ, დღევანდელი დღე ცხადყოფს, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება. პატივისცემითა და ღირსებით ეკიდება ქართული საზოგადოება ამ ინიციატივას - ოჯახის სიწმინდის დღეს", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.