ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად ემზადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია. მსვლელობა ზღვისპირა ქალაქში 12 საათზე დაიწყება. მორწმუნეები და სასულიერო პირები ხატებითა და გალობით ქალაქის ქუჩებს მოივლიან და იუნკერთა საფლავთან გაჩერდებიან, სადაც სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდიან.
"მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკვე წლებია დაფუძნდა ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღე. პავლე მოციქული მცირე ეკლესიას უწოდებს ოჯახს. ეკლესია ყოველთვის თავის მრევლს მოუწოდებს, ოჯახის დაცვისათვის, სიწმინდისათვის, ერთგულებისათვის, სიმტკიცისათვის", - ამბობს სასულიერო პირი.