ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დილიდან დაიწყო სამზადისი სამების საკათედრო ტაძარში.
მრევლმა ტაძარში დილიდან დაიწყო შეკრება. დღევანდელი დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ისინი იმსახურებენ საკვირაო წირვაზე ახალ არჩეულ პატრიარქთან ერთად.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, როგორც დეკანოზი იაკობი (მახნიაშვილი) აღნიშნავს, დღევანდელი დღეც დადასტურებაა იმისა, რომ ყველა საეკლესიო თუ ღირებულებითი ტრადიცია, რასაც ჩაეყარა საფუძველი პატრიარქ ილიას დროს, გრძელდება.
"ახალმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიომ, მრავალგზის ბრძანა თავის სიტყვაში, რომ გაგრძელდება პატრიარქ ილიას გზა. დღევანდელი დღეც დადასტურებაა იმისა, რომ ყველა საეკლესიო თუ ღირებულებითი ტრადიცია, რასაც ჩაეყარა საფუძველი პატრიარქ ილიას დროს, გაგრძელდება. დღევანდელი დღეც ამ მასშტაბურობით აღინიშნება, სწორედ იმის ხაზგასმისთვის, რომ ეკლესია თავის პრინციპებს აგრძელებს და გააგრძელებს ყოველთვის.
დღევანდელ დღეს არის ახალაღსაყდრებული პატრიარქის პირველი საკვირაო წირვა და ამ საკვირაო წირვაზე ჩამობრძანდნენ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ისინი თანაიმსახურებენ წირვაზე ახალ არჩეულ პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს, შიოსთან ერთად", - ამბობს დეკანოზი იაკობი (მახნიაშვილი).