ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეები ათივე ქალაქში იკრიბებიან. დედაქალაქის შეკრების ადგილად ქაშუეთის ტაძარია განსაზღვრული. საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად 11:00 საათზე დაიწყება.
მსვლელობაში სასულიერო პირებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა ტაძრის მრევლი. შეკრებილთა შორის არიან მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც საზოგადოებას აღნიშნულ დღეს ულოცავენ.
"ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენთვის, განსაკუთრებით ჩვენი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. დღეს შევიკრიბეთ, რომ ერთად ვიზეიმოთ მრავალშვილიანმა ოჯახებმაც. გვაქვს შეკრება, მსვლელობას ვუერთდებით.
ჩემი შვილებიდან უფროსი არის 16 წლის, პატარა კი ერთი თვის. 5 შვილი გვყავს პატრიარქ ილია მეორეს ნათლულები. სამწუხაროდ, წელს მის გარეშე ვხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს, მაგრამ მის ტრადიციას ვაგრძელებთ, ჩვენ გვეამაყება", - აღნიშნა მრავალშვილიანმა დედამ.
მრევლის ნაწილი, რომელიც ქაშუეთის ტაძართან იკრიბება, 17 მაისის, ოჯახის სიწმინდისა ქრისტიანისთვის მის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
" გილოცავთ სრულად საქართველოს ამ მნიშვნელოვან დღეს. ქრისტიანისთვის და ზოგადადა ქართველისთვის, ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია. ღმერთმა მოგვმადლოს ყველას წმინდა ოჯახი და ამ ოჯახების ერთობა. მადლობა უწმინდეს ასეთი დღის დაარსებისთვის", - აღნიშნა მრევლმა "რუსთავი 2-თან" საუბარში.