17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა. ამ დღის მთავარი იდეა ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ტრადიციული ოჯახური ღირებულებების, მშობლების პატივისცემისა და ოჯახური სიმტკიცის დაცვაა.
თბილისში მრევლი და სასულიერო პირები ტრადიციულად, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან იკრიბება, საიდანაც საზეიმო ლოცვითი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან.
ღონისძიებები და მსვლელობები ერთდროულად იმართება საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში და სხვა მუნიციპალიტეტებში.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისის ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღედ გამოცხადებისას თქვა, რომ იყო ისტორიული დღე, რადგან ოჯახი არის საფუძველი სახელმწიფოსი, ერისა, ეკლესიისა და თუ ოჯახი მტკიცეა, მტკიცეა სახელმწიფოც.