ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ლევან ხარაბაძემ რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებთან, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
რეგიონებში გამართულ შეხვედრებს, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.