კომპანია "ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი რუხაძემ, კასპის ქარხანაში ახალი, 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა, რომ კომპანია აგრძელებს ზრდას და მათი მიზანია, საქართველოს განვითარებისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებში წვლილის შეტანა.
"ჩემი კომპანია და თანადაფინანსების ფონდი, დაახლოებით, 8-9 წლის წინ შემოვიდა ამ კომპანიაში, გავხდით თანამფლობელები და ამ დროის განმავლობაში მოვახერხეთ 200 მილიონ დოლარზე მეტი დაგვებანდებინა ამ კომპანიის განვითარებაში. შევქმენით დამატებითი სამუშაო ადგილები, გვქონდა უპრეცედენტო ზრდა, გავაკეთეთ ახალი ინოვაციური პროექტები, მაგალითად, ამ ხაზს, რომელსაც ხედავთ, ის დღეს საქართველოში გადაყრილი საბურავების დაახლოებით 10 პროცენტს ამუშავებს და ამას ყველაფერს ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით. ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა გზით," - ირაკლი რუხაძე.