მოლდოვაში, მინისტერიალის ფარგლებში, განხილული იქნება მიგრაციის საკითხები, უცხოური გავლენისა და ინფორმაციის მანიპულაციის შესახებ საკითხები და უკრაინასთან დაკავშირებული თემები, - აცხადებს ხატია წილოსანი.
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩართული იყოს ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, რომელიც ევროპის გრძელვადიან პოლიტიკას განსაზღვრავს.
"ეს არის კარგი შესაძლებლობა, 46 ქვეყნის თანდასწრებით, ჩვენმა ქვეყანამ წარმოადგინოს ყველა ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც გააჩნია საგარეო პოლიტიკურ ველზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი საერთაშორისო პარტნიორი, ჩართული იყოს ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, რომელიც ევროპის გრძელვადიან პოლიტიკას განსაზღვრავს, - აცხადებს ხატია წილოსანი.
დღეს, მაკა ბოჭორიშვილი კიშინევში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.