თურქეთის პრეზიდენტმა, კასპიის ტრანზიტული აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ დერეფანი, აბრეშუმის გზის თანამედროვე ანალოგია.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა თურქეთი კვლავაც შეუწყობს დერეფნის განვითარებას.
განცხადებები ასტანაში, დამოუკიდებლობის სასახლეში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შორის გამართული პირისპირ შეხვედრისას გაკეთდა.
"კასპიის ტრანზიტული აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური დერეფნის მნიშვნელობა, რომელიც აბრეშუმის გზის თანამედროვე ანალოგია, დღითიდღე უფრო უკეთესად მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ კვლავაც გავუწევთ პოპულარიზაციას ამ დერეფანს ყაზახეთთან და ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად, არა მხოლოდ ტვირთების გადასაზიდად, არამედ ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვისაც“. - აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთ-ყაზახეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეექვსე სხდომაში მონაწილეობის შემდეგ, ორმა ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.