დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და მისი მეუღლე ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
ჩინეთის დედაქალაქში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება 24 სექტემბერს უმასპინძლოს ჩინეთის ლიდერსა და მის მეუღლეს ამერიკაში.
"პრეზიდენტო სი, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით შესანიშნავი მიღებისთვის.
დიდი პატივია გამოვაცხადო, რომ გიწვევთ თქვენ და თქვენს მეუღლეს, ქალბატონ პენს ჩამოხვიდეთ ჩვენთან, თეთრ სახლში 24 სექტემბერს. ჩვენ გელოდებით", - განაცხადა ტრამპმა.