"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და 6 კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. დოკუმენტი ქვესადგური "ურბნისის" ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 220 კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ქარის, მზისა და ჰიდრო ელექტრო სადგურებიდან გამომუშავებული ელექტრო ენერგიის გადამცემ ქსელში ინტეგრაციას.