28 ნოემბერი 2026,   02:36
ვრცლად
აქვთ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება - ვიკა ფილფანი მოლდოვის მიერ "რუსთავი 2"-სთვის აკრედიტაციის უარზე

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, ვიკა ფილფანი გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.

ვიკა ფილფანის შეფასებით, სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.

"რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია არის, მათაც აქვთ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება. კი, სახელმწიფოს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ ტელევიზიებთან დაკავშირებით, რომლებიც ახალისებენ პროპაგანდას," - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

ცნობისთვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში ეროვნული კანონმდებლობა და უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციები დაასახელა.

არაერთი მიმართვის მიუხედავად კიშინიოვი არ განმარტავს თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2", რომელსაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაუშუქებია. აკრედიტაციაზე უარი ეთქვა იმედსა და პოსტივისაც.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები