პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, 14-15 მაისს მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.
თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, მოლდოვის მხრიდან მსგავსი საქციელი ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო ქცევაა.
"ეს არის უმაღლესი ევროპული სტანდარტი?! - ჩვენ რომ გვედავებიან, უკუსვლა განვიცადეთ დემოკრატიაში, ჩვენ ასეთი რეგულაციები არ გვაქვს და არც ასეთი ნაბიჯები გადაგვიდგამს.
მხოლოდ ეს მაგალითიც კი საკმარისია იმისთვის, რომ აჩვენოთ, რა დონის უკუსვლა არის იმ ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რაც უნდა იყოს ევროპაში," - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე