ნიდერლანდების ქალაქ ლოსდრეხტში გამართული ანტი-სამიგრაციო აქცია ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა თავშესაფრის შენობას ცეცხლი წაუკიდეს და შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო ბრიგადას მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
შემთხვევის დროს შენობაში თავშესაფრის 15 მაძიებელი იმყოფებოდა. ნიდერლანდური მედიის ცნობით, თავშესაფართან დაახლოებით 400 პირი შეიკრიბა. ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჯგუფმა შენობის მიმართულებით პიროტექნიკისა და მაშხალების სროლა დაიწყო.
შექმნილი საფრთხის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეცრაზმმა კი აქცია დაშალა და რამდენიმე პირი დააკავა.
ცნობილია, რომ ლოსდრეხტში, რომლის მოსახლეობა 8,600 ოდნავ აღემატება, ბოლო კვირების განმავლობაში მერიის ძველი შენობის თავშესაფრად გამოყენების წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა.