07 აგვისტო 2026,   01:30
ვრცლად
ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევით, სამართლის უზენაესობის მედეგობით, საქართველო ევროკავშირის საშუალო ნიშნულს უახლოვდება

ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევით, სამართლის უზენაესობის მედეგობით, საქართველო ევროკავშირის ნიშნულს უახლოვდება. ინსტიტუტმა ახალი ანალიტიკური პროექტის - "რეზილიო-აქსესის" შედეგები წარადგინა. კვლევა ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და თურქეთში სამართლის უზენაესობის მედეგობას აფასებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მონტენეგროსთან ერთად "უმაღლესი შესრულების" ჯგუფში მოხვდა. ექსპერტების განმარტებით, ეს შედეგი 2014 წლიდან დაგროვილმა პოზიტიურმა დინამიკამ, კორუფციის ეფექტურმა კონტროლმა და კანონების აღსრულების მაჩვენებლებმა განაპირობა, რითაც საქართველო ევროკავშირის საშუალო ნიშნულს უახლოვდება.

"პროექტის შედეგების წინასწარი ანალიზის წარდგენისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლევამ გამოავლინა ოთხი კლასტერი კანონის უზენაესობის შესაძლებლობების მიმართულებით და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: დაბალი შესრულება - თურქეთი. მეორე კლასტერი: უკრაინა და ხუთი დასავლეთ ბალკანური ქვეყანა. მესამე კლასტერი: მოლდოვა. უმაღლესი შესრულება: მონტენეგრო და საქართველო. ქვეყნების შეფასებისას ექსპერტებმა იხელმძღვანელეს შემდეგი ინდიკატორით: კორუფციის არარსებობა: კორუფციის კონტროლის უნარი; რეგულაციების აღსრულება: კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, რა ნაწილშიც მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. გარდა ამისა, შეფასდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტურობა და ეფექტური სამოქალაქო საზოგადოება, რაც გულისხმობს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის კანონისმიერი დაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას".

 

დღის ამბები