06 აგვისტო 2026,   19:27
ვრცლად
"ნაკლებია დანახარჯი და ხალხისთვის სასარგებლოა" - მომხმარებლები ფასდაკლებულ პროდუქტებზე

ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა - კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია.

"კარფური", "სპარი", "მაგნიტი", "კალათა", "უნივერსამი", "გუდვილი", "ზღაპარი", "ნიკორა", "ლიბრე" და "აგროჰაბი" - კალათის შექმნის და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა. 

მომხმარებლები აცხადებენ, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე შემცირებული ფასები მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათია და ოჯახურ ხარჯებს ამცირებს.

"რა თქმა უნდა მისაღებია, ნაკლებია დანახარჯი და ხალხისთვის სასარგებლოა. ხშირად შემოვდივარ ძალიან, თითქმის ყოველდღე. ასე რომ, კარგია", - აცხადებს მომხმარებელი.

კიდევ ერთი მომხმარებლის თქმით, მსგავსი აქციები სასარგებლოა, რადგან აუცილებელი პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

"დღეს შემოვედი და დამხვდა სიახლეები ფასებზე, რასაც მივესალმები. თუ ყოველთვის გაგრძელდება ასეთი ფასები, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ხშირად დავდივარ და თითქმის ყოველდღიურად მხვდება ფასდაკლებები პროდუქციებზე, რაზეც კმაყოფილი ვარ და ჩემი ოჯახისთვის არის ხელმისაწვდომი“, - აცხადებს მომხმარებელი.

დღის ამბები