აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
როგორც საელჩო გავრცელებულ წერილში წერს, შიო მესამის კათოლიკოს პატრიარქად არჩევა ისტორიული მოვლენაა.
„ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს შიო III-ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ეს ისტორიული მოვლენაა, ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში პატრიარქი პირველად აირჩიეს.
ჩვენ ვუსურვებთ მის უწმინდესობას დიდ წარმატებას და მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოს ეკლესიასთან - მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ აღმსარებლობასთან - ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების მისაღწევად.“ - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მისალოც წერილში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე