10 აგვისტო 2026,   12:51
ვრცლად
სვეტიცხოველში, ახლად არჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ხვალინდელი ინტრონიზაციისთვის მზადება მიმდინარეობს

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, ამ წუთებში, ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაციისთვის მზადება მიმდინარეობს.

ინტრონიზაციის თარიღი, დღეს, თავად ახლად არჩეულმა პატრიარქმა დაასახელა.

სვეტიცხოველში მსახურება ხვალ, დილის 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, მცხეთაში წასვლის მსურველებს, თბილისის მერიის უზრუნველყოფით, უფასო ტრანსპორტით სარგებლობა შეეძლებათ. მგზავრობა უფასო იქნება, ავტობუსები კი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, დილის 08:00 საათიდან გავლენ.

შეგახსენებთ, გაფართოებულ სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი), სამების ტაძარში, დღეს, 22 ხმით აირჩიეს.

დღის ამბები