05 აგვისტო 2026,   01:37
ვრცლად
საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების კუთხით, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია - მოკლე, მაგრამ საკმაოდ დატვირთული პერიოდი იქნება - მარიამ ლაშხი სლოვაკეთში ვიზიტზე

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, სლოვაკეთში ვიზიტისას სხვადასხვა მიმართულებით შედგება შეხვედრები.

"საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების კუთხით, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია. მოკლე, მაგრამ საკმაოდ დატვირთული პერიოდი იქნება. 

ჩვენ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი აქცენტი გაკეთდება განათლების მიმართულებით, რადგან ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა განახორციელა. მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება, რადგან ჩვენც განათლების რეფორმირების აქტიურ ფაზაში ვართ.

საზოგადოებამ იცის იმ მყარი, მტკიცე მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც სლოვაკეთი საქართველოს მიმართ გამოხატავს რეზოლუციების მიღებისას თუ სანქციების არდაშვების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს აქცენტიც ექნება ჩვენს ვიზიტებსა და შეხვედრებს", – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.

დღის ამბები