სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები იკრიბებიან - ქვეყანა ისტორიული სხდომის მოლოდინშია, საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს უნდა დასახელდეს.
კრებაზე მისულმა მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიისა და ქვეყნის ერთგულია.
"უდაოდ ისტორიული დღე გვაქვს და ეპოქალური მოვლენაა ცხოვრებაში, ეკლესიასა და საზოგადოებაში. დღეს ვირჩევთ კათოლიკოს - პატრიარქს. მოლოდინებზე რა მოგახსენოთ, 3 კანდიდატია და სამივე, მოსალოდნელია, პატრიარქი გახდეს.
ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი არჩევნების, ეს არის აბსოლუტურად თავისუფალი ნების გამოხატულება. ვინც, სადღეისოდ რომელ კანდიდატს მიიჩნევს მისაღებად, ეკლესიის მისაღებად იმას მისცემენ ხმას. წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიისა და ქვეყნის ერთგულია“, - აღნიშნავს გორისა და ატენის მიტროპოლიტი.