05 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
სამწუხაროა, რაც გაუკეთა ამ ადამიანმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება მოუთმენლად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე

"მთელი საზოგადოება მოუთმენლად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს" -ამის შესახებ პარლამენტრის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვიულმა, მედიასთან, საქართველოში გერმანიის ელჩზე საუბრისას განაცხადა. 

პაპუაშვილის თქმით, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ქმედებებმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედა, თავად ელჩს კი, პრობლემები არა მხოლოდ ვენის კონვენციასთან, არამედ ზრდილობასთანაც აქვს.

"მე ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს [ფიშერი] მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც აქვს პრობლემა და ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით, რაც გაუკეთა ამ ერთმა ადამიანმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთმენლად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, დარჩა სულ რამდენიმე კვირა მისი ყოფნის საქართველოში. ასე რომ, ველით, რომ დატოვებს საქართველოს და ეს მომენტი ქართულ-გერმანული ურთიერთობისაც დაგვავიწყდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები