ევროკავშირის შექმნის იდეის და მისი ღირებულებების დაცვისკენ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს "ევროპის დღის" აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე მიმართა. შალვა პაპუაშვილმა დიპლომატს ევროგაერთიანების დამფუძნებლის რობერ შუმანის დეკლარაციის შინაარსიც შეახსენა და თქვა, რომ ბოლო წლებში ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევამ ევროკავშირს ფასეულობები შეაცვლევინა. საქართველოს შემთხვევაში კი ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე მიიყვანა.
ხელისუფლების პოლიტიკა მარტივია - ვიცე პრემიერის განცხადებით, არცერთ ევროპულ გაერთიანებასთან თანამშრომლობის და ურთიერთობის პრობლემა არ არსებობს, თუ საქართველოსთან სამართლიანი დამოკიდებულება და ქვეყნის ეროვნული
მმართველი ძალის ოპონენტებისთვის ევროკავშირთან ურთიერთობაში შემხვედრი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას. ოპოზიციისთვის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არც აგრესიული რიტორიკა და არც მავნე პოლიტიკაა.
პარლამენტის თავმჯდომარის წერილი საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო ჯგუფებისთვის დროულია. დეპუტატების განცხადებით, ის პრაქტიკა, რასაც ევრობიუროკრატია საქართველოსთან დაკავშირებით იჩენს, თავდასხმა და მანკიერი დამოკიდებულების დემონსტრირებაა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროპული ინტეგრაცია ბრიუსელის ერთპიროვნულ ბატონობას არ უნდა ნიშნავდეს. ვრცელ წერილში პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ევროპული გზისკენ მიმართულების მიცემას არ საჭიროებს, რადგან სადაც საქართველოა იქ არის ევროპაც.