04 აგვისტო 2026,   02:32
ვრცლად
მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელსაქმისა და კერვის მასტერკლასები ჩატარდება

N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლანა მორგოშიამ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს, სტუმრებთან ერთად უმასპინძლეს.

პირველი ლედი გაეცნო მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით შექმნილ მრავალფეროვან სივრცეებს. მოინახულა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული განახლებული სამკერვალო სივრცე, სადაც მსჯავრდადებულები არიან დასაქმებულნი. სამკერვალოში დასაქმებულ მსჯავრდადებულებს მიეწოდათ შესაბამისი მასალები და ქსოვილები, რომელთა გამოყენებით ქალ მსჯავრდადებულებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სადღესასწაულო სამოსი. პირველი ლედის ინიციატივით, #5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა კერვის, ხელსაქმის და სხვა მასტერკლასები. აღნიშნული ქსოვილებით მსჯავრდადებული ქალები ჯგუფი კახაბერი და ხანუმების სასცენო სამოსს შეკერავენ.

სტუმრობის დასასრულს, მსჯავრდადებულებისა და ჯგუფი "კახაბერი და ხანუმების" კონცერტიც გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პირველი ლედი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღის ამბები