07 აგვისტო 2026,   02:49
ვრცლად
სიძულვილზე საუბრობდე არის არაადეკვატური, ევროპა არის ღირებულებითი და ნორმებზე დაფუძნებული ალიანსი, მათთვის მიუღებელია ასეთი ქცევა - ირაკლი ფავლენიშვილი შალვა პაპუაშილის მიმართვაზე

ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს. შალვა პაპუაშვილი ვრცელ წერილში ელჩს ევროპის დღეს ულოცავს და ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რობერ შუმანის დეკლარაციას ახსენებს.

სპიკერი წერს რომ დოკუმენტს, რომელსაც საფუძვლად ერთი მიზანი ედო - ომს აღარასოდეს გაენადგურებინა ევროპა. პაპუაშვილი ჰერჩინსკის საქართველოს მისამართით გამოთქმულ განცხადებებსაც ახსენებს. საუბრობს ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევაზე, რამაც მისი თქმით ევროკავშირი საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებამდე მიიყვანა - მათ შორის ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე.

განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ სიძულვილზე საუბრობდე არაადეკვატურია, რადგან ევროპა ღირებულებითი და ნორმებზე დაფუძნებული ალიანსია.

"სიძულვილზე საუბრობდე არის უბრალოდ არაადეკვატური, ევროპა არის ღირებულებითი და ნორმებზე დაფუძნებული ალიანსი და მათთვის მიუღებელია ასეთი ქცევა. ამიტომაც არის, რომ ბოლო წლების მანძილზე ურთიერთობა არის გაუარესებული. ეს არის ერთადერთი მიზეზი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები