18 ივნისი 2026,   08:57
ვრცლად
წინასწარი მონაცემებით ბრიტანეთის პრემიერის პარტია არჩევნებში მარცხდება

წინასწარი მონაცემებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის "ლეიბორისტული პარტია" ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივ არჩევნებს აგებს.
ამ ფონზე, კირ სტარმერი აცხადებს, რომ ამომრჩევლების უკმაყოფილების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებს.

"ეს ნამდვილად მძიმე შედეგებია. მათ შელამაზებას არ ვაპირებ. ჩვენ დავკარგეთ ლეიბორისტების ბრწყინვალე წარმომადგენლები - ადამიანები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თავიანთ თემებში, ჩვენს პარტიასა და მოძრაობაში. ამომრჩეველმა მკაფიო სიგნალი გამოგვიგზავნა ცვლილებების ტემპსა და იმის შესახებ, თუ როგორ სურთ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. მე ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ამირჩიეს.

არ ვაპირებ პასუხისმგებლობას გავექცე და ქვეყანა ქაოსში ჩავძირო. მოდით, გულწრფელად ვთქვათ: ხალხს წლების განმავლობაში არსებული სტატუს-კვო მოჰბეზრდა. თუმცა, ჩვენ სწორედ ამ გამოწვევების მოსაგვარებლად მივიღეთ მანდატი. მე არ განვუდგები ამ გზას და არ დავუშვებ ქვეყანაში ქაოსს. ჩვენი მოვალეობაა ამ სირთულეების დაძლევა და სწორედ ამას გავაკეთებთ," - განაცხადა კირ სტარმერმა.



ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები