ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში, თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გახსნეს.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ მსოფლიო ღვინის სექტორის მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებს, ბაზრების სპეციფიკას, ასევე ევროპის, აზიისა და აშშ-ის საექსპორტო ბაზრებს და დამკვიდრების გზებს. ასევე იმსჯელებენ პროგრამის "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევებზე" და სამომავლო გეგმებზე, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV), გენერალური დირექტორმა, ჯონ ბარკერმა კი დაადასტურა, რომ მსოფლიოს ღვინისა და ვაზის კონგრესი, მომდევნო წელს, საქართველოში ჩატარდება.
"ეს არის განსაკუთრებული ინიციატივა, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიას და იდენტობას აკავშირებს მსოფლიოს ცივილიზაციასთან. 8 ათასი წელია ეს განსაკუთრებული სასმელი იწარმოება საქართველოში, ეს არის უნიკალური სოციალური კავშირების, სოფლისა და ქალაქის დამაკავშირებელი, ეროვნული საერთაშორისო ფასეულობების დამაკავშირებელი სასმელი. ეს არის განუსაზღვრელი კულტურული მემკვიდრეობის, პროზისა და პოეზიის საფუძველი. ქვევრის ღვინის წარმოების მეთოდი, როგორც მოგეხსენებათ არის იუნესკოს უკვდავი მემკვიდრეობის საფუძველი
მე დღეს სიამაყით ვადასტურებ, რომ ბატონი დავითის ინიციატივით, მსოფლიოს ღვინისა და ვაზის კონგრესი მომდევნო წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩატარდება. ყველას ექნება საშუალება საქართველო აღმოაჩინონ, ისევე როგორც ჩვენ ამას დღეს ვაკეთებთ", - განაცხადა ჯონ ბარკერმა.