18 ივნისი 2026,   11:36
ვრცლად
თუ ევროკავშირი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს შტატები ევროპულ საქონელზე ტარიფებს გაზრდის

თუ ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს და ამერიკულ პროდუქციაზე გადასახადებს არ გააუქმებს, 4 ივლისის შემდეგ შტატები ევროპულ საქონელზე ტარიფებს გაზრდის.

შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ გაავრცელა.

მედიის ინფორმაციით, დავის საგანი 2025 წლის ზაფხულში გაფორმებული სავაჭრო გარიგებაა.
შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირს ამერიკული საქონელი უბაჟოდ უნდა მიეღო, თუმცა ბრიუსელს დოკუმენტი დღემდე არ დაუმტკიცებია.
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ტრამპი ევროპულ ავტომობილებზე იმპორტის გადასახადის 25%-მდე გაზრდით იმუქრება.

დღის ამბები