18 ივნისი 2026,   08:58
ვრცლად
ნიდერლანდების პოლიტიკური პარტიის, "დემოკრატები 66-ის" შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა

ნიდერლანდების პოლიტიკური პარტიის, "დემოკრატები 66-ის" შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

აფეთქების შედეგად, დაზიანდა შენობა. პოლიციის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აფეთქება შენობის შესასვლელთან, საფოსტო ყუთში მოთავსებულმა ფეიერვერკმა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით ეჭვმიტანილი პირი უკვე დაკავებულია. დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები