05 აგვისტო 2026,   01:35
ვრცლად
მამუკა მდინარაძემ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა - ლევან მაჭავარიანი

ბატონი მამუკა დაპირდა საზოგადოებას, რომ იგი აუცილებლად დაინტერესდებოდა წარსულის რაღაც ტიპის გადაცდომებით, პირველი დღეებია რაც იგი შეუდგა თავისი პასუხისმგებლობის შესრულებას ახალ თანამდებობაზე, ვიხილეთ, რომ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა, - ამის შესახებ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

საქმე ეხება 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დააკავებას. 

მაჭავარიანის თქმით, გამოძიების შედეგმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ "ქართული ოცნების" პირობებში თანამდებობა და გუნდის წევრობა ინდულგენცია არ არის.

"არანაკლებ ამორალურად მოიქცნენ ისინი დანარჩენი სამართალდამცველების მიმართაც. ჩვენი პოლიციელები, სუსის და სდსს-ს თანამშრომლები არიან გმირები, ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არ ემსახურებიან რომელიმე მთავრობას, ემსაუხრებიან თავიანთ სამშობლოს. როცა ასეთი უპასუხისმგებლო და ამორალური ადამიანები ასეთ რაღაცას მოიმოქმედებენ და აძლევენ საბაბს რაღაც დაჯგუფებას, რომ მათი ეს ამორალური ქმედება განაზოგადონ ათასობით პოლიციელზე, ეს არის კიდევ ერთი დანაშაული მათი მხრიდან დანარჩენი პოლიციელების მიმართ.

თუ ჩვენ შევადარებთ დასავლურ ქვეყნებს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი სამართალდამცველები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ვიდრე ეს დასავლურ ქვეყნებში ხდება," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები