18 ივნისი 2026,   13:00
ვრცლად
Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან. 

გამოცემის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს "პოტენციალი" პუტინთან მოლაპარაკებებისთვის და ბლოკს ასეთი დიალოგისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა აქვს.

"მე ვესაუბრები ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს, რათა ვიპოვოთ საუკეთესო გზა ორგანიზებისთვის და განვსაზღვროთ, რა უნდა განვიხილოთ ეფექტურად რუსეთთან, როდესაც ამის დრო მოვა," - განაცხადა ანტონიუ​ კოშტამ.

მისივე განმარტებით, გასულ თვეს კვიპროსში გამართულ ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე ზელენსკიმ ევროპელებს მოუწოდა - "მზად იყვნენ მოლაპარაკებებში პოზიტიური წვლილის შესატანად".

როგორც Financial Times-ი წერს, ანტონიუ​ კოშტასთან აღნიშნული საკითხის განხილვა ზელენსკის ოფისშიც დაადასტურეს.

 "ჩვენ გვჭირდება მეტი კოორდინაცია ევროპულ დონეზე," - განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

როგორც გამოცემა წერს, 27 ქვეყანას შორის არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაინიშნოს ბლოკის წარმომადგენლად ამ მოლაპარაკებებში, როდის უნდა დაიწყოს ისინი და როგორი უნდა იყოს პუტინისთვის წარდგენილი შეთავაზება.

დღის ამბები