მამუკა მდინარაძის დანიშვნის შემდეგ კონკრეტული შედეგები უკვე ჩანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დაპირებები უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა.
"მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების პირველივე დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო.
სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა და დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე.
აი, ეს არის კონკრეტული შედეგი და დაპირების სწრაფი შესრულება.
ბოლო პერიოდში ჯაშუშების ისტორიულ დაკავებებსაც ნუ დავივიწყებთ! წარმატებები მამუკა მდინარაძეს“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულია 5 პირი, მათგან 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ერთი კი შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელია.