ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და კიდევ 6 პირის მიმართ განაჩენი მალე გამოცხადდება. მოსამართლე სათათბიროდ არის გასული.
სხდომა საქალაქო სასამართლოში უკვე ხუთი საათია მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარე და ბრალდებულები დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ დასკვნითი სიტყვისას აღნიშნა, რომ პროტესტი დამარცხდა.
"ბუნებრივი ემოცია იყო შარშან, როცა პროტესტზე გავედით. ამ ბუნებრივ ემოციას არც დაგეგმარება სჭირდებოდა, არც განსაკუთრებული წესრიგის შედგენა. ახლა ამ გადმოსახედიდან სხვაგვარად ჩანს ეს. ახლა გადაღლილი ოპოზიციური საზოგადოებაა, სხვა ტალღაზეა, სხვა ვითარებაა, ხან ჰორმუზის სრუტეში ბანაობენ პოლიტიკურად. ეს რეალობიდან პოლიტიკური გაქცევის მცდელობაა, ამის განხილვაში არ შევალ. მარცხის აღიარებაც მოსულა, პროტესტი დამარცხდა, ვთქვათ ეს პირდაპირ," - წერს მურთაზ ზოდელავა.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ დასკვნითი სიტყვისას აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ პრეზიდენტის სასახლესთან ადამიანების დაკავება სისხლის სამართლის წესით მოხდებოდა და არა ადმინისტრაციულით.
"როდესაც ჩავედი ღობე უკვე წაქცეული იყო. შეგნებულად, შიშველი ხელებით, ყველანაირი ძალადობის გარეშე, დროშით შემოხვეული შევედი, რომ დავეკავებინე მეც, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენი დაკავება სისხლის სამართლის წესით მოხდებოდა და არა ადმინისტრაციული წესით. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ჩვენ რომელიმე პირი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ვიყავით," - წერს ირაკლი ნადირაძემ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ.