საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, მიგრაციის მიმოხილვის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტისა და მიგრაციის ქსელის ორგანიზებით იმართება. ფორუმის მიზანია გამოცდილების გაზიარება.
გიორგი დგებუაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილესთან. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.