ამერიკული გამოცემები Newsweek-ი და Forbes-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის, "Tbilisi Downtown"-ის შესახებ პირველ ვიზუალურ მასალას აქვეყნებენ.
პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის დედაქალაქის ცენტრში, დაახლოებით 600 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. მულტიფუნქციური კომპლექსი სულ ექვსი ნაგებობისგან შედგება და გააერთიანებს ბიზნეს სივრცეებს, სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებსა და კვების ობიექტებს. პროექტის არქიტექტურაზე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია "გენსლერი" მუშაობს.
Forbes-ი წერს, რომ "Trump Tower Tbilisi" 70 სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენი იქნება, რომელიც თბილისის ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს და 2 მილიარდ დოლარიანი პროექტის "Tbilisi Downtown"-ის ნაწილია. პროექტი დონალდ ტრამპის საოჯახო კომპანიის ლიცენზიით ხორციელდება.
"რენდერზე, რომელიც Newsweek-ს გადაეცა, კომპლექსის ცენტრში აღმართული ცათამბჯენი ჩანს, რომლის ზედა ნაწილზეც ოქროსფერი ასოებით დატანილია სახელი "Trump".
"ცათამბჯენი, ხეებისა და მთების ფონზე, თბილისის პანორამაშია აღმართული "Trump Tower Tbilisi", დაახლოებით, 70-სართულიანი იქნება და დასრულების შემდეგ საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება. "Tbilisi Downtown"-ის პროექტი ექვს კოშკს მოიცავს, რომელთა ცენტრალური ელემენტიც სწორედ "Trump Tower"-ია. კომპლექსი თბილისის ცენტრში, დაახლოებით 600,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიას მოიცავს და ცენტრალურ პარკზე პანორამულ ხედებს შესთავაზებს მნახველს. დეველოპერული გუნდის თქმით, პროექტის მიზანია ხაზი გაუსვას თბილისის, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბისა და აღმოსავლეთ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კარიბჭის სტატუსს," - წერს Forbes-ი.