მიუნხენში მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზში გულშემატკივრების ნაწილმა, კონკორდსა და ტროკადეროზე გადაინაცვლეს, სადაც ძალოვნებს და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეტაკებები მოხდა.
შენიღბულმა პირებმა პოლიციის მანქანები დაწვეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ინვენტარი დააზიანეს.
წესრიგის დამცველებმა მოქალაქეების დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დაკავებულია 6 ადამიანი.