02 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრებზე მთავრობის თავმჯდომარემ ინფორმაცია მიიღო განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

"მოვისმინეთ დეტალური ანგარიში, თუ რა გეგმები აქვს ტურიზმის დეპარტამენტს, რათა გავაუმჯობესოთ სერვისები, მეტი ტურისტი და მეტი წარმატება იყოს რეგიონში. ვფიქრობ, ის დასახული გეგმები, რომელიც დღეს აქვს ტურიზმის დეპარტამენტს, იქნება ასახული ციფრებზე და ტურისტების რაოდენობაზე, რომელიც მომდევნო პერიოდში გვეყოლება ჩვენს რეგიონში. გავიარეთ ის დასახული პროექტები, იმ გზების მშენებლობის საკითხები, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და რომელიც დაგეგმილია 2026-2028 წლებში", - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

დღის ამბები