02 აგვისტო 2026,   19:49
ვრცლად
განაჩენი არ იყო ობიექტური, ემსახურებოდა მეორე მხარის ინტერესს, ბრძოლას ვაგრძელებთ - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჯოხაძის ადვოკატი

სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე კი ძებნაში იმყოფებიან.

გიორგი ჯოხაძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არაობიექტურია:

"ლოგიკურია, რომ ეს განაჩენი არ იყო ობიექტური, იმიტომ, რომ კონკრეტულად ემსახურებოდა მეორე მხარის ინტერესს და მეორე მხარის ინტერესიც გატარდა, ფაქტობრივად დღესდღეობით მოხდა ეგ. თუმცა, აქვე განმარტებას გავაკეთებ, რომ ამით არაფერი არ დასრულებულა ამ ფაქტით, ყველაფერი გვაქვს წინ, ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე", - აცხადებს გიორგი ჯოხაძის ადვოკატი ლიკა ბითაძე.

ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულია გელა უძილაური. მას ასევე უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.

 

 

დღის ამბები