ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სპორტის მიმართულებით არაერთ მნიშნელოვან პროექტს ახორციელებს, - აცხადებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
გიორგი შონიას თქმით, სამუშაო სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
"სამუშაო მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტირებას და მშენებლობას, რაგბის არსებული სტადიონების რეაბილიტაციას და ახალი ტექნიკური ცენტრების მშენებლობას, ასევე, უეფას სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის სტადიონების და ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას“,- ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 40 მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელთაგან 11 უკვე დაწყებულია. მათ შორისაა ქუთაისის ახალი სპორტის სასახლე, თელავისა და სენაკის საცურაო აუზები, ასევე ხაშურის, გურჯაანის, წნორის, ბაღდათის, ოზურგეთის, გორის, ქობულეთისა და ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები.