05 აგვისტო 2026,   12:12
ვრცლად
"ჯორჯიან ეარვეისში" აცხადებენ, რომ საწვავის ფასის მკვეთრმა ზრდამ ავიაკომპანიებს მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეუქმნა, რის გამოც რეისების გააუქმა

"ჯორჯიან ეარვეისში" აცხადებენ, რომ მსოფლიოში საწვავის ფასის მკვეთრმა ზრდამ ავიაკომპანიებს მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეუქმნა, რის გამოც რეისების გაუქმება გახდა საჭირო.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" საფრენოსნო სამსახურის დირექტორის, შეფ-პილოტის, ვალერიან ჩხენკელის განცხადებით, საწვავის ეკონომიის მაქსიმალური მცდელობისა მიუხედავად, დამატებით პრობლემას ევროკონტროლის მიერ რეისების შეფერხება ქმნის.

"მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან და ტენდენციებიდან გამომდინარე, საწვავის ფასი ძალიან გაიზარდა, შესაბამისად, ეს ავიაკომპანიაზეც აისახა.

ოპერატიული ხარჯების, დაახლოებით, 100% მოდის საავიაციო საწვავზე. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურად ცდილობს და მუშაობს, რომ მოხდეს საწვავის ეკონომია. ევროკონტროლის მიერ ხდება ყოველი რეისის შეყოვნება. ამის გამო, მგზავრი აგვიანებს ტრანზიტულ ფრენაზე, ასევე, ხანდახან, მათ უწევთ 10/12 საათი აეროპორტში დაყოვნება. ეს, თავის მხრივ, დიდი დისკომფორტს იწვევს მგზავრისთვის, ხოლო ავიაკომპანიისთვის ეს არის ძალიან დიდი ზარალი", - განაცხადა ვალერიან ჩხენკელმა.

 

დღის ამბები