პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, თუ რა ჩაითვლება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად და განაცხადა: „ამას თავად გაიგებთ“.
"ამას თავად გაიგებთ, რადგან მე შეგატყობინებთ... მათ იციან, რა უნდა გააკეთონ. მათ იციან, რა არ უნდა გააკეთონ", - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით ირანი პატარა ნავებს ეძებს, რათა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტს კონკურენცია გაუწიოს.
როგორც CNN წერს, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის გახსნის ფაქტები ჰორმუზის სრუტეში მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც პრეზიდენტმა გამოაცხადა გეგმა, რომლის მიხედვითაც ამერიკული ძალები ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ამ გზაზე გემებს უსაფრთხოდ გააცილებდნენ.
მანამდე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დასრულებულა".
როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა ირანს "შეთანხმების მიღწევა სურს".
წყარო: CNN