ფარული შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან. "კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, დღეს დილით, ბრიტანეთის საელჩოში დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან პარტიის წევრებთან ერთად, ერთ-ერთ სასტუმროში დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმოამდეგბლებთან შეხევდრაზე გადაინაცვლა.
"კი, გვქონდა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდ მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს აქვს. აუცილებელია დასავლური ინვესტიციები იმისთვის, რომ საქართველომ შეასრულოს ის ისტორიული როლი, რომელიც საქართველოს აკისრია. სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი.
ეს შეხვედრა იყო ბრიტანეთის ელჩის თხოვნით და ამაში არაფერი საიდუმლო და დასამალი არ არის, მაქვს ხოლმე პერიოდულად შეხვედრები დიპლომატებთან", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.