05 აგვისტო 2026,   17:06
ვრცლად
ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, ვისაც კიდევ იმედი დარჩათ, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი პარტია "ლელოს" ანტიდემოკრატიულ ძალას უწოდებს და მამუკა ხაზარაძეს ბიუჯეტიდან თანხების ამოღების მცდელობაში ადანაშაულებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზოგიერთი უცხოური საელჩოსა და ევროპული ჯგუფის მცდელობა, მხარი დაუჭირონ რადიკალურ ძალებს, ფარდას ხდის მათ რეალურ, ანტიქართულ განწყობებს, რასაც შალვა პაპუაშვილის განცხადებით ქვეყანაში  შედეგი არ ექნება.

"ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, ვისაც კიდევ იმედი დარჩათ, რომ ანტიქართული ძალებისგან რაიმე შეიძლება გამოაცხონ. ყველა გეგმა, რომელიც ჰქონდა სხვადასხვა საელჩოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩაიშალა მარტივი რამის გამო. ისინი უდგებიან გვერდში მათ, ვინც ერთგულებას უცხადებს უცხოელებს და არა - ქართველებს. ამას არანაირი შედეგი არ ექნება. რაც შეეხება "ლელოს", ესაა რადიკალური პარტია, რომელმაც უარი თქვა დემოკრატიულ მანდატზე და შესაბამისად არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური ძალა.

იცით, რომ მიმართული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ველით განხილვებს. ეს ძალა და მამუკა ხაზარაძე ცდილობდა საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი ამოეღო და ჯიბეში ჩაედო თაღლითური სარჩელებით. დამარცხდნენ საქართველოშიც და საზღვარგარეთ. ეს ძალა როდესაც არის მხარდაჭერილი სხვადასხვა ჯგუფის მიერ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველაფერს აეხდება ფარდა. ღირებულებებზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი ზოგიერთი ევროპელის მხრიდან, ვინაიდან ისინი ჩაფლულნი არიან თაღლითებთან ანტიქართული განწყობების მქონე ძალებთან თანამშრომლობაში", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები