აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის მოადგილესთან მიხეილ ანჩაბაძესთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა.
მინისტრი მეწარმეების საქმიანობასა და პროექტების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. თენგიზ ნასარიძემ ყურადღება გაამახვილა მსგავსი პროგრამების მნიშვნელობაზე, რომლებიც დევნილი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.
შეხვედრაში ის დევნილი მეწარმეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩართული არიან "აწარმოე საქართველოში" პროგრამებში და მოპოვებული აქვთ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანადაფინანსება.
"მეწარმეობის ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი პროგრამა ხორციელდება ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რითაც ვცდილობთ წავახალისოთ ამ ბიზნესწამოწყებების განვითარება. არაერთი მოსარგებლე გვყავს უკვე, ბენეფიციარი. საინტერესოა, რომ საკმაოდ გაშლილი არის რეგიონებში მათი ეს საქმიანობა. ჩვენც დავრწმუნდით რამდენად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იყო ეს ჩვენი მხარდაჭერა", - აცხადებს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე.