09 აგვისტო 2026,   18:59
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა - ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება

"ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან განვითარდება. ეს ეხება, როგორც ფოთის პორტს, ასევე ახალ, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარია ამოცანა სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა და ამ მხრივ, ხელისუფლება ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები, განახლება, განვითარება, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა - ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, ყველა მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები