02 აგვისტო 2026,   16:53
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.

შეხვედრებს მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრების მიზანს მიმდინარე პროცესების განხილვა და გამოწვევებზე მსჯელობა წარმოადგენდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა სამომავლო განვითარების ხედვებსა და პრიორიტეტებზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა ახალი პროექტი იქნება რეგიონის სავიზიტო ბარათი. 

"მქონდა შესაძლებლობა, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვდგენილიყავი სამოქმედო გეგმით, 2026-2028 წლებთან დაკავშირებით. იყო მსჯელობა, თუ როდის და როგორ ჩაბარდება ის პროექტები, რომელიც ჩემ მიერ იყო დაანონსებული. ყველა ეს პროექტი გახდება ჩვენი რეგიონისა და კუთხის სავიზიტო ბარათი," - აცხადებს პატარიძე.

დღის ამბები