28 ნოემბერი 2026,   20:09
ვრცლად
ნამდვილად ვერ აურევენ ვერავის გონებას, რომ თითქოს არა "ნაცმოძრაობას" არამედ ალტერნატიულ ძალას წარმოადგენენ - ნინო წილოსანი ოპოზიციაზე

"ეს არის დამარცხებული განულებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც გინდ მიშა იძახოს და გინდ მიშა აძაგოს მაინც ნული რეიტინგით ხასიათდებიან" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე განაცხადა.

ნინო წილოსანის თქმით, ოპოზიცია ვერ აურევს ვერავის გონებას, რომ თითქოს არა "ნაციონალური მოძრაობის" არამედ ალტერნატიული ძალის წარმომადგენლები არიან.

"სააკაშვილის მიერ გამოზრდილი ვაი პოლიტიკოსები - ჩერგო, ბოკერია, გვარამიას სახით, ნამდვილად ვერ აურევენ ვერავის გონებას, რომ თითქოს არა "ნაცმოძრაობას" არამედ ალტერნატიულ ძალას წარმოადგენენ.

2024 წლის არჩევნებში, მთელი "ნაცმოძრაობის" რესურსი იყო გადართული, რომ მხარდამჭერები "ნაცმოძრაობას" მოჰკლებოდა და იგივე გადანაცვლებულიყო გვარამიას პარტიაში. ასეთ გადათამაშება შეიმუშავა და ეს სცენარი დაიწერა ქვეყნის გარეთ, სადაც მოხერხებულად ცდილობდნენ, რომ ეს შემოესაღებინათ ქართველი ხალხისთვის.

ეს გადათამაშებები და შიგნითვე დატრიალებული სცენარები არავისთვის საინტერესო არ არის, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლისთვის იმიტომ, რომ ეს ხალხიც ხედავს, რომ ეს არის დამარცხებული განულებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც გინდ მიშა იძახოს და გინდ მიშა აძაგოს მაინც ნული რეიტინგით ხასიათდებიან", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები